სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სენაკის გამგეობასა და ჩინელ ინვესტორს შორის მენჯის განვითარების საკითხე მემორანდუმი გაფორმდა

2015-05-27 12:08:00

სენაკის გამგეობასა და ჩინურ კომპანია „ტურიზმის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის თანახმადაც ჩინური კომპანია ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის განავითარებაზე მზაობას გამოთქვამს, რისთვოსაც 250 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ჩინური კომპანიის დირექტორმა იუან სინ ჯონმა მემორანდუმის გაფორმებამდე სენაკელებს,გამგეობის სააქტო დარბაზში,მენჯის განვითარების პროექტი წარუდგინა. კურორტის აღდგენით სამუშაოებზე 1000-მდე მოქალაქე დასაქმდება, საიდანაც 80% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

„პროექტის განხორციელებას დავიწყებთ მაშინვე, როგორც კი ყველა ხელშეკრულება გაფორმდება. მშენებლობის დასაწყისისთვის 300 ადამიანს დავასაქმებთ, შემდეგ კი ეს ციფრი 1000-მდე გაიზრდება. ამ პროექტის მთავარი დანიშნულება ტურიზმის განვითარება, გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების შექმნაა“, განაცხადა იუან სინ ჯონმა.

სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ პროექტს სენაკისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში და შემდეგ ეტაპზე სენაკელები სარგებელს მიიღებენ.

მემორანდუმის გაფორმებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, რეგიონული პროექტების კორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა ესწრებოდა. რომელმაც ინვესტორებს პროექტთან დაკავშირებით დეტალური კითხვები დაუსვა.

კურორტ მენჯის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო