სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში

2015-05-26 13:15:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან ენგურის ხიდზე მშვიდობის მარშით დაიწყო. კულტურული და სპორტული ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებულად თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდსა და ფოთში აღინიშნება.

დილიდან სახალზო ზეიმს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ქალაქის ცენტრში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, იარაღები, საგანგეობო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა. ზუგდიდში წელს პირველად გამოფენაზე გამოჩნდა ავტომოყვარულთა ტექნიკაც.

ვიცე-გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები.

დილიდან ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სხვადსხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ზუგდიდის თეატრი ქუჩებში პანტონიმის დასის მსვლელობას და თეატრალური წარმოდგენებს მართავს. პარალელურად იმართება  მარწყვის ფესტივალი, ასფალტზე ხატვა, ნახატების გამოფენა, სხვადასხვა მუსიკალური კონცერტები, ხალხური რეწვის ნიმუშების და ყვავილების გამოფენ გაყიდვა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდის ახალ პარკში გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყება. ჯგუფ „მგზავრებთან“ ერთად კონცერტზე ადგილობრივი შემსრულებლებიც გამოვლენ.

 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
121314151617
18
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო