სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ,,ანაკლია 2014“ - მოსალოდნელი შედეგები

2014-06-12 14:08:00

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ,,ანაკლია 2014“ - ის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია ჩატარდა.
საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე წლის 31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართა.
პრესკონფერენციაზე ფორუმის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მონაწილე ქვეყნებისა და ბიზნეს ჯგუფების შესახებ. მათი განცხადებით ფორუმში მონაწილეობდა მსოფლიოს 24 ქვეყნის 50– მდე ბიზნეს ჯგუფის 234 დელეგატი.
ფორუმის ფორმატი სამ ნაწილად იყო დაყოფილი – 1. რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები; 2. B2B და B2G შეხვედრები; 3. საინვესტიციო პროექტებისა და წინადადებების პრეზენტაციები.
B2B ფორმატში შეხვედრების სურვილი გამოთქვა 26 კომპანიამ, ხოლო B2G ფორმატში 20 მდე კომპანიამ. საინვესტიციო პროექტებზე დაფინანსების სურვილი გამოხატა რამოდენიმე კომპანიამ, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროექტის ავტორებსა და დაინტერესებულ ინვესტორებს შორის.
ფორუმის ორგანიზატორების განცხადებით, ინდივიდუალურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორებთან იმისათვის, რომ მოხდეს მათი დაინტერესება რეგიონში არსებულ საინვესტიციო პორთფელებზე.
პრესკონფერენციის მიმდინარეობისას შედგა ბიზნეს ფორუმის შემაჯამებელი ფილმის პრეზენტაცია. ორგანიზატორების განცხადებით ფილმის საბოლოო ფორმის პრეზენტირება მოხდება ფორუმის საბოლოო შედეგების ანგარიშის წარდგენის დროს.
ფორუმის ორგანიზატორებმა აგრეთვე ისაუბრეს სამეგრელო–ზემო სვანეთში შექმნილი საინვესტიციო ვებ–გვერდის, www.investinsamegrelo.ge მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო