სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გაეცნო

2021-06-09 10:18:00

ფოთის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უკვე დასრულდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნების მშენებლობა, მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, დამონტაჟდა ლედტაბლო, განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ეწყობა, რომელიც 2023 წელს თბილისსა და ბათუმთან ერთად ფოთშიც ჩატარდება. ქალაქში მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებული ფოთის ცენტრალური და დამხმარე სტადიონების მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, ქალაქის მერთან გოჩა კურღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ფაზისი ქუჩაზე გაეცნო. ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება.

ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია. ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 8 ქუჩაზე მიმდინარეობს.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული ფოთის მერიის სამსახურების უფროსებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქში არსებული საჭიროებები განიხილეს. სახელმწიფო რწმუნებულმა, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, არსებული პრობლემების მყისიერ გადაჭრაზე და მოსახლეობასთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
1314151617
18
19
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო