სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რწმუნებულმა მალხაზ თორიამ რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მიმოიხილა

2021-04-26 20:17:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მიმოიხილა. დისტანციურად გამართულ თათბირზე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების აღსრულებაზე ისაუბრეს, ასევე შეეხნენ ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას.
 
როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის ინფიცირებულია 1205 მოქალაქე, მათგან 279 მოქალაქე მკურნალობს რეგიონის ოთხ კოვიდ კლინიკაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის გამო დახურულია 42 საბავშვო ბაღი. რეგიონში სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 37 სკოლა.
 
როგორც ცნობილია საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.
 
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე. სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
 
დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსები, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
1314151617
18
19
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო