სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორია ვეტერანთა საჭიროებების მოგვარებაზე კობა კობალაძეს ესაუბრა

2021-04-06 13:34:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საჭიროებები, რომლებიც რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს აქვთ.

ხაზი გაესვა ვეტერანთა ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებაში და მათი პოტენციალის სწორად დაგეგმვასა და გამოყენებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ყველა ეს გამოწვევა სამსახურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით უფრო ეფექტურად დაიძლევა.

მალხაზ თორიამ კობა კობალაძეს რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა. დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა რამდენიმე მიმართულებით.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
1314151617
18
19
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო