სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორია: 2021 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის სოფლებში 100-მდე პროექტი განხორციელდება

2021-02-27 19:13:00

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში რეგიონის მუნიციპალიტეტებში გაიმართა 80 საერთო კრება და 73 კონსულტაცია, სადაც მოსახლეობამ მათ სოფელსა და უბანში პრიორიტეტული პროექტები თავად აირჩია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაშისოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად დაესწრო.

შამგონაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, პრიორიტეტად გამსახურდიას ქუჩაზე გარე განათების დამონტაჟება, ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწესრიგება და ელექტრო წისქვილის მოწყობა დაასახელეს.

,,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში  ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული: სოფელი გაზიფიცირებულია, დაიგო გზა და მოეწყო ნაპირსამაგრები. რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, სადაც სოფლის მცხოვრებლები თვითონ ირჩევენ იმ საკითხებს რისი გადაჭრაც თვითონ სურთ, შემდეგ კი ხდება მუნიციპალიტეტის მიერ მისი განხორციელება. მიმდინარე წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის სოფლებში 100-მდე პროექტი განხორციელდება“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მაქსიმალურად მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე და პრობლემაზე დროული რეაგირების საუკეთესო შესაძლებლობაა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516
17
1819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო