სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

თეა ახვლედიანმა და მალხაზ თორიამ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიანებს და მარტოხელა მოხუცებს სასურსათო პროდუქტი გადასცეს

2020-12-25 20:15:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მალხაზ თორიასთან, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთანდა  „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორ ლევან გიორგაძესთან ერთად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხსადა რიყეშისოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს და მარტოხელას მოქალაქეს ესტუმრნენ. მინისტრმა ოჯახებს  საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდაჭერით დახმარების პაკეტებს რეგიონში მცხოვრები 460-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში შერიგებისა და რეინტეგრაციის მინისტრთან ერთად მრავალშვლიან ოჯახებს და მარტოხელა ხანდაზმულებს საახალწლოდ ნობათი გადავეცით. სასურსათო პაკეტებს ზუგდიდთან ერთად წალენჯიხის   და მესტიის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიანებს და მარტოხელებს გადავცემთ. გარდა ამისა სასურსათო პროდუქტები მიიღეს  ამავე სოფლებში მცხოვრებმა ობლებმა და შშმ ბავშვებმა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ზრუნავს იმ მოქალაქეებზე ვისაც პანდემიის დროს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი ზრუნვა” – განაცხადა მალხაზ თორიამ.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, გამყოფი ხაზების 2174 ოჯახს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცემათ. სოციალური დახმარების აქცია კონფლიქტით დაზარალებული 5 რეგიონის 116 სოფელში ყველა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახსა და მარტოხელა მოხუცს მოიცავს.  კამპანია სამეგრელოდან დაიწყო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222325262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო