სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სენაკში რეგიონული ინოვაციების ჰაბის მშენებლობა იწყება

2020-11-19 17:24:00

სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობა იწყება, რაც ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვის გააერთიანებს. მოეწყობა სატრენინგო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ფაბლაბი, შეხვედრებისა და კონფერენციების სივრცე.

პროექტის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი დაესწრნენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შენობის ზედა სართულების მისაწვდომ სივრცეებად გარდაქმნისთვის იფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. სასწავლო ოთახებთან ერთად თავმოყრილი იქნება როგორც საერთო სამუშაო და სატრენინგო სივრცე, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებისთვის განკუთვნილ ადგილს, ასევე კომპიუტერული ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ადმინისტრაციული ოთახები და რეცეფცია.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ ინოვაციური იდეები რეალურად განახორციელონ ფაბრიკაციის ლაბორატორიაში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით.  შენობაში არსებულ შოურუმში, რომელიც  შეითავსებს როგორც საგამოფენო, ასევე სასწავლო და ჯგუფური მუშაობის ფუნქციას.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი  სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო