სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფელ ძველ ხიბულაში ,,ქართუს'' დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

2020-10-12 20:46:00

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. დღეს ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო და პირველი აღსაზრდელები მიიღო.

ბაღის შენობა სრულად აღჭურვილია და ადაპტირებულია აღსაზრდელებისთვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე. აქამდე სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც შესაბამისი პირობები.

60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს ფონდმა ,,ქართუმ” მიმდინარე წლის ივნისში გადასცა.

ძველ ხიბულაში, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია. ხიბულაში ქართუს დაფინანსებით მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, შენდება სამრევლო სკოლა და პარკი.

მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.

საბავშვო ბაღის გახსნას სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, პარლამენტის წევრები, ფონდ ,,ქართუს“ პროექტების მენეჯერი გიგი კობიაშვილი, პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის 29 მარტს იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებას სწორედ მაშინ დაპირდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო