სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’' პროექტის ფარგლებში UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი სენაკს ეწვია

2020-07-29 17:40:00

 

დღეს, პროექტის - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’', ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი, დავით ვერავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი და UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი გაეცნენ.

პროექტი ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბეთლემში ხორციელდება.

პროექტი - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’' ხორციელდება საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) თანამშრომლობით.

,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’ - ნოქალაქევში, მდინარე ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, მოწყობილია შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, ასევე დასრულებულია 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინის მოწყობა.

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები - ღია ბაზრობის - ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, ეწყობა პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, იგეგმება ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის მოწყობა.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
 1234
5
6
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო