სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

უხვმა ნალექმა ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

2020-07-13 15:29:00

უხვმა ნალექმა ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ჩხოროწყუში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები , ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც შექმნა.
დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, ჩამოშლილია ხიდ-ბოგირები, ზოგან ჩამოწოლილია მეწყერი. რამდენიმე ოჯახს ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა ინჩხურის, ხუნწის, კიწიის, გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. კერძოდ, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, ასევე დაზიანებულია ხიდ-ბოგირები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ფოთში. პარალელურად ხდება მიყენებული ზარალის დათვლა. პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დროის მოკლე მონაკვეთში რიგი ქუჩების დატბორვა გამოიწვია. წვიმის წყალი ჩაუვიდა მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ქალაქის რვავე სატუმბი სადგური. სისტემატურად იწმინდება სანიაღვრე არხები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ზარალი. ქალაქში მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლის.

სტიქიის ადგილზე მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლუდუკ ხასია, დავით ვერავა და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, არსებულ ვითარებას და გაწმენდითი სამუშოების მიმდინარეობას გაეცნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო