სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

2020-07-07 13:53:00
 
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტს ''საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი'', კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთნ ერთად ახორციელებს. პროექტის განხორციელება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩარულობით გახდა შესაძლებელი.

უსიშროების ყოფილ შენობაში მხატვართა სახლი განთვსდება, ამის შესახებ მხატვრებს სახელმწიფო რწმუნებულმა თავად აცნობა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს, პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით გადაეცა. შენობა მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა მისმა მფლობელმა ვერ უზრუნველყო მისი მოვლა პატრონობა, რის გამოც შენობა წლების განმავლობაში ნადგურდებოდა.

მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩევა.
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო