სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშაში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

2020-07-03 23:41:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშაში ანჯერის მასივში ფერმერებს შეხვდა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. აბაშაში წელს ხორბალი 200 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა მოყვანილი. ხორბლის მსხვილ მწარმოებლებთან ერთად პროცესს წელს მცირემიწიანი ფერმერებიც შეუერთდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანა ფერმერებმა გასულ წელს განაახლეს.

ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის ტექნიკა. ფერმერები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მათზე გაწეულ დახმარებას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისარგებლეს, როგორც საწვავის ვაუჩერებით, ასევე აგრო ბარათებით.

,,ჩვენ დღეს ვიმყოფებით აბაშის მუნიციპალიტეტში, სადაც ვხედავთ, რომ სამეგრელოშიც შეიძლება ხორბლის მოყვანა, არა მხოლოდ ხორბლის არამედ სხვა თავთავიანი კულტურის. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ფერმერები ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართულნი, მათ ყავთ ძალიან მაღალ კვალიფიციური კონსულტანტები და სასიხარულოა ის რომ ჩვენი რეგიონი სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურით არ არის წარმოდგენილი“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

აბაშაში მხარის რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, მალხაზ თორია და დავით ვერავა, აბაშის მერი ლევან მაკალათია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე იმყოფებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო