სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ აგრობაზარი შენდება

2020-07-03 23:32:00

აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან, მალხაზ თორიასთან, დავით ვერავასთან და აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულმასოფელ ქოლობანში აგრარული ბაზრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ავტომაგისტრალის მიმდებარედ მიმდინარეობს აგრობაზრის მოწყობის სამუშაოები, პროექტის ღირებულება 119 800 ლარია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონის აშენება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ფერმერებს შეეძლებათ, უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

სახელმწიფო რწმუნებული სოფელ მარანში იმყოფებოდა სადაც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სოფელ ქოლობნის საზღვრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია და გზის სიგრძე 4 კილომეტრზე მეტია. აღნიშნული გზა აკავშირებს მარანისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებს, გზის ავარიული მდგომარეობის გამო, მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემა ექმნებოდა. სახელმწიფო რწმუნებული დღესვე სოფელ მარანში ადგილობრივებს შეხვდა და სოფელში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო