სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საფრანგეთის ელჩმა სამეგრელოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

2020-06-27 20:51:00
საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა სამეგრელოში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში კოლასი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, ასევე შეხვედრები გამართა ეპარქიების ხელმძღვანელებთან და არასამთავრობო სექტორი წარმომადგენლებთან.
 
ვიზიტის ბოლო დღე ელჩმა მარტვილში, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დადიანების სალხინოს რეზიდენციასა და მარტვილის საკათედრო ტაძარში გაატარა. სტუმრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და ჭყონიდელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ უმასპინძლეს.
 
,,დღეს, დასრულდა საფრანგეთის ელჩის სამ დღიანი ვიზიტი ჩვენს რეგიონში. ელჩის მიერ არის გამოხატული განსაკუთრებული დაინტერესება ჩვენი რეგიონის მიმართ, ჩვენ მისი დახმარებით, შევძლებთ ურთიერთობების გამყარებას, როგორც კულტურული კუთხით, განათლების, ტურიზმის და ეკონომიკური თვალსაზრისით“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.
 
,,მოხარული ვარ რომ ვიმყოფები აქ, ეს არის სტუმართმოყვარე სამეგრელოში ჩემი ვიზიტის ბოლო დღე. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, მრავალი მიზეზის გამო. განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარება, ტურისტული პოტენციალის განვითარების საკითხები და ამ სფეროებში თანამშრომლობა. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ძლიერი ისტორიის საფუძველზე, ჩვენ ავაშენებთ ძალიან ძლიერ მომავალს. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, გავეცანით სხვადასხვა ადგილებს, მადლობას გამოვხატავ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ გაწეული მასპინძლობისთვის“ - განაცხადა ელჩმა დიეგო კოლასმა ვიზიტის დასასრულს.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო