სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

2020-06-10 13:23:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ალექსანდრე მოწერელია სოფელ მეორე ახუთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 900 088 ლარით ფინანსდება. სახელმწიფო რწმუნებული იქვე რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს შეხვდა და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. ალექსანდრე მოწერელია, ასევე იმყოფებოდა სოფელ ლეწურწუმეში, სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდა, პრობლემის შესახებ ადგილობრივებმა გასულ წელს სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე განაცხადეს.

ალექსანდრე მოწერელიამ ასევე გაეცნო, ქალაქ ჩხოროწყუში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობას. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 213 443 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე გაეცნო სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს. სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა სკოლის ეზო და მინი მოედანი. 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო