სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელიამ ,,CPMR“-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

2020-05-29 20:11:00

დღეს, ,,პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (,,CPMR“) ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მონაწილეობა მიიღო. შეხვედრას სამუშაო ჯგუფის დირექტორი  ბრუნო ოლივერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის პირობებში ტრანსპორტის აღდგენის საკითხები, მიმოიხილეს ,,COVID-19" გავლენა ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროებზე.

ონლაინ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონების პორტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს. გაიმართა საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებული მხარეების  პრეზენტაციები.  

ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმძღვანელებმა განიხილეს ტვირთების გადაზიდვის, ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის და ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო ,,CPMR"-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის განახლებულ რეგულაციებს, პორტებზე ძირითადი ქსელის დაშვების და TEN-T რუქაზე ცვლილებების საკითხებს. ონლაინ კონფერენციის ბოლო ნაწილი კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა. ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. 

სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR"-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია.  რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს  გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო