სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ანაკლიაში საბავშვო ბაღი დარჩელში კი ახალი სკოლა შენდება

2020-05-29 15:13:00

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ანაკლიაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ანაკლიაში, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 125 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 8730 90 ლარია. ახალი საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, შენობაში პანდუსთან ერთად იქნება ლიფტიც.

სახელმწიფო რწმუნებული მერთან ერთად ასევე იმყოფებოდა დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ბიბლიოთეკის, კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს. სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.

სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით შენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი, ერთს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება, დაგეგმილია 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
67891011
12
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო