სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გოლასკურში 7,5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

2020-05-16 20:38:00
სენაკის მუნიციპალიტეტში, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროექტის შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად გაეცნო.
 
7,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. მისმა ღირებულებამ 2 364 841 ლარი შეადგინა. გზასთან ერთად გაკეთდა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ნაპირსამაგრები. სამშენებლო სამუშაოები კომპანია ,,არქეოპოლისმა“ შეასრულა.
 
გზის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა, გასულ წელს ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებული დაპირდა.
 
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ასევე გადაწყდა გოლასკურელთა წინაშე მდგარი გარე განათების მოწყობის პრობლემა. გოლასკურის ცენტრში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი პარკიც.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო