სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ფახულანში საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მდგომარეობას გაეცნო

2020-05-16 20:24:00
საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მდგომარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება.
 
,,დღეს, ჩვენ ყველანი ვართ მოწმე იმ სამარცხვინო პროცესის რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი სამწუხაროდ ეწევა ჩვენს შიდა ტერიტორიაზე. საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, აფხაზეთი კი არის მისი განუყოფელი ნაწილი, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები და არ არიან ისინი რუსეთის ,,მზრუნველობის“ ქვეშ - არ სჭირდებათ მათ არანაირი მზრუნველობა ვინაიდან ჩვენ საქართველო ჩვენი მოქალაქეების მიმართ ვიჩენთ პასუხისმგებლობას და ყველას ჩვენივე სახელმწიფოში აქვს თავისუფალი - როგორც გადაადგილების ასევე მოქმედების უფლება. 
 
ასევე მინდა ავღნიშნო ისიც რომ, დღეს როდესაც უჭირს მთელ მსოფლიოს ამ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ყველა თითოეული მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა მივიღოთ, ვუმკურნალოთ, შევიფაროთ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.
 
ის სამარცხვინო პროცესი, რაც დღეს მიდის და აქ - ცვლიან ესე ვთქვათ დამპალ მოძებს, ისევე დალპება ეს ბოძები ძალიან მალე და ამ საოკუპაციო სამარცხვინო ხაზსაც ისივე მალე ჩვენ ვერ ვიხილავთ, როგორ ვერ ვიხილავთ იმას, რომ რუსეთი ეწევა თავის სანუკვარ მიზანს საქართველოს გახლეჩვის და გაყოფის.
 
ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ერთი წუთითაც ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ საქართველოს გამთლიანება იქნება ძალიან მალე! ჩვენ ვიქნებით ამის მოწმე, თანამონაწილე და ყველა ის ადამიანი ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, ვისაც დღეს ეკრძალება თავის თანამოძმეებთან ურთიერთობა, ყველა ეს ადამიანი იზეიმებს იმ დღეს, როდესაც ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიტორიაზე - როგორც აფხაზეთში ასევე სამაჩაბლოში! ამის მოწმენი ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით! ამდენად ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ, არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხაზს ევროპისკენ, იქ სადაც ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად არის გარანტირებული“ - განაცხადა საოკუპაციო ხაზთან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა. დღესვე ალექსანდრე მოწერელია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაესაუბრა.
 
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო