სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ფოთში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც მომავალი წლიდან საზღვაო აკადემია დაიწყებს ფუნქციონირებას

2020-05-11 20:04:00

მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, რომელიც ქვეყნის ლოგისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით მოამარაგებს, - ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, ფოთის მაჟორიტართან და ადგილობრივბვი ხელიუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და 9 თვეში დასრულდება.

საწყის ეტაპზე ის იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხებს და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესია შეიძინონ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიით შექმნილი კრიზისის ფონზე, მსოფლიოში გამწვავდა სამუშაო ადგილების პრობლემა. ამიტომ, მთავრობამ კიდევ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი, ისეთ პროფესიულ განათლებას ისეთ სპეციალობებზე, რომლებზე მოთხოვნაც მაღალია.

1000 სტუდენტზე გათვლილი სასწავლებლის სამშენებლო ნაწილის ღირებულება 5 876 164 ლარია. უკვე მომზადებულია სასწავლო მოდულების ადაპტაციის პროექტი; პროფესორ-მასწავლებლების გადამზადების გეგმა; ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები GIZ-თან პროფესიული მოდულების და სილაბუსების შესაქმნელად.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა სასწავლებლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე ყურადღება გაამახვილა მხარის საზღვაო რეგიონების კავშირს, ,,CPMR“ (Conference of peripheral maritime regions) წევრობის შესახებ. ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. ,,CPMR“ არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და ეხმარება რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში. ორგანიზაციის წევრი რეგიონები საზღვაო საქმიანობის, სავაჭრო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ტურიზმის, კლიმატის ცვლილებების სფეროებში თანამშრომლობენ.

 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
262728293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო