სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

2020-05-04 13:08:00
ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შესრულების ვადა 9 თვეს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. სამშენებლო პროცესი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მისი მოადგილეები გაეცნენ.

შენობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის განთავსდება, რომელიც საწყის ეტაპზე პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული. სარეალიბიტაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სასწავლო მოდულების შემუშავება, რომ სასწავლებელმა 2021 წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება შეძლოს.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

საქართველოს მთავრობის #2441-ე განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, დაევალა ბათუმის საზღვაო აკადემიის, ფოთის ფილიალის დაფინანსება 5 876 164 ლარით, თანხა გამოიყო შესაბამისი შენობა ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით (ფოთში, წმინდა გიორგის #24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა).

2019 წლის მაისში,სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ფოთის მერიის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ინიციატივით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც გადაწყდა ქალაქ ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული - საუბარია როგორც მეზღვაურის პროფესიაზე, ასევე საპორტო პროფესიებზე (გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური, შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება). ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი.

1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაციის და იქ საზღვაო სასწავლებლის განთავსების საკითხებში აქტიურადაა ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო