სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გაეცნო

2020-04-28 15:58:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა სოფელ ცაიშში გაეცნო, სადაც მეწარმე ნანა ფიფიას მარწყვის მეურნეობა აქვს და ამ პერიოდში უკვე მოახდინა 3 ტონა პროდუქციის რეალიზება.

მეწარმემ შინ მიტანის სერვისი დანერგა, აგრარული ბაზრების გახსნის შემდეგ კი უკვე მარწყვის შეტანას ბაზრობებზეც იწყებს. საავტომობილო შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ქონიათ გადაადგილების და საქმიანობის განხორციელების პრობლემა.

,,მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა ფერმერებს არ უჭირს პროდუქციის რეალიზება. მათ თავად აქვთ სადისტრიბუციო ქსელი, უკვე რეალიზაციაში გასულია 3 ტონა მარწყვი. საავტომობილო შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ქონიათ გადაადგილების და საქმიანობის განხორციელების პრობლემა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ რეგიონში არ შეფერხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია და საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ.

 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213
14
1516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო