სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის აგრარული ბაზრში არსებულ ვითრებას ალექსანდრე მოწერელია გაეცნო

2020-04-13 17:31:00

ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებს. ბაზარში დაცულია სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ. ბაზარში პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან და ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან.

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ამჯერად ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია ფუნქციონირებს. პარალელურად წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიები, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა - ფუნქციონირებას შეძლებენ.

ბაზარში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ. ზუგდიდის ბაზარი 6 აპრილს დაიხურა და 12 აპრილს ნაწილობრივ გაიხსნა, ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება.

ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ნორმების დაუცველობის შემთხვევაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ გატარდება მკაცრი ზომები.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
67
8
9101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო