სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტს ურიგებს

2020-04-11 22:30:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ, 70 წელს გადაცილებულ 3000-მდე დევნილს, რომლებიც განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადაეცემა. დღეს სურსათი, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბენეფიციარებს დაურიგდათ.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კომბინატის დასახლებაში იმყოფებოდნენ და ბენეფიციარებს სურსათი და სააღდგომო ნობათი მიუტანეს.

პირველადი სასურსათო პროდუქტი სხვადასხვა დასახლებებში მყოფ დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ, რწმუნებულის მოადგილეებმა ნინო ვიბლიანმა, დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო პროდუქტის დარიგება მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.

აფხაზეთის მთავრობა, აქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829
30
    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო