სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის პროცეს მიმდინარეობს

2020-04-06 18:59:00

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის პროცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილესთან მალხაზ თორიასთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ედიშერ თოლორაიასთან და მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

კლინიკა ერთდროულად 100 პაციენტის მიღებას შეძლებს. რუხის სამედიცინო ცენტრს სამ დღეში უკვე შეეძლება კარანტინზე გადასაყვანი მოქალაქეების მიღება, შემდეგ ეტაპზე კი ცენტრი დაყოვნების რეჟიმზე მყოფი მოქალაქეების და ინფექციური პროფილის პაციენტების მიღებას შეძლებს.

სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.

მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო