სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია მესტიაში კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა

2020-03-24 18:46:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს და გასატარებელ სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ეცნობა.

სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად მესტიაში, მის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, განხორციელებული აქტივობები და კოორდინირებული მუშაობის გეგმები.

ალექსანდრე მოწერელია დაინტერესდა მესტიის საკარანტინო ზონაში არსებული ვითარებით. მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე არსებობს, სადაც ამჟამად 2 უცხოეთის მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 6 ადამიანი იმყოფება.

შეხვედრას მესტიის მერი, მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო