სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელიამ რეგიონის მერებთან დისტანციური თათბირი გამართა

2020-03-18 21:50:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მერებთან დისტანციური თათბირი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგიონში მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია მოისმინა. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მერებს ის დეტალები გააცნო რისი გატარებასაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებით მოახდენს.

თათბირზე მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, უფასო სასადილოების შეუფერხებლად მუშაობის, 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკვებით ბინაზე მომარაგების თემები განიხილეს. ასევე მიმოიხილეს თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მდგომარეობა და იზოლაციაში ყოფნის წესების დაცვის საკითხები.

რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ზუგდიდსა და სენაკში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. პროცესი ხვალ დარჩენილ ობიექტებზე გაგრძელდება, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების დამუშავება მოხდება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი.
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო