სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

​პრეზიდენტმა ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე დაათვალიერა

2020-03-10 18:33:00
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა, რომლის კომპლექსური რეაბილიტაციაც 2 თვის წინ დასრულდა.

ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ჰერბარიუმი. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში ჩაერთო. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა.

პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მერიასთან ერთად განახორციელა. ფონდ "ქართუსა" და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით კი, რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მომზადდა.

პრეზიდენტმა ასევე დაათვალიერა რეაბილიტირებული დადიანების ნიკოსეული სასახლე და დადიანების სასახლის ისტორიულ- არქიტექტურულ მუზეუმში ოქროს ფონდის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მე-10 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით უნიკალური საეკლესიო ნივთები, ოქროს ხატები და სამკაულები.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო