სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს ესტუმრა

2020-03-09 21:41:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მისმა მოადგილეებმა და რეგიონის მერებმა პრეზიდენტს რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ პრეზიდენტს რეგიონული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასევე აღნიშნა, კორონავირუსის საპრევენციო სამუშაოებთან დაკავშირებით: მიმდინარეობს ბაგა-ბაღების, სკოლებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის.

ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, სამეგრელოში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება იტალიიდან ჩამოსული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, მესტიაში კი, იტალიის 4 მოქალაქე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საჭიროა ყველა რეკომენდაციის დაცვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად მიღებულია საჭირო ზომები.

"მინდა საქართველოს მოქალაქეებს გადავცეთ განწყობა, რომ ვირუსთან დაკავშირებით საჭიროა საკითხისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა და სიფრთხილე, საჭიროა რეგულაციების გათვალისწინება, რაც უნდა მკაცრი იყოს ის, საჭიროა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მივუდგეთ საკითხს, რათა არ გავრცელდეს ვირუსი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რეგიონში ქალთა ძალადობის პრევენციის მიმართულებით და რა ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

რაც ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ამ მიმართულებით რეგიონში მაღალი აქტივობაა. მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილი პროექტი, მათ შორის თანამდეროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, უკვე დასრულებულია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, 300 -ზე მეტი შიდა გზის რეაბილიტაცია, ზუგდიდს ახალი საჭადრაკო სკოლა შეემატა, მიმდინარეობს თეატრის მშენებლობა, ასევე იგეგმება ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა დადიანების სასახლის სივრცეში, რომელიც ახალგაზრდებისათვის იქნება ის ადგილი, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ექნებათ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო