სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სამაშველო სამუშაოები მარტვილში

2014-06-03 15:22:00

მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია მდინარე ,,აბაშის,, ადიდება, ამ დროს გაჭედილის კანიონში 16 მოსწავლე იმყოფებოდა.
ბავშვები მარტვილში ექსკურსიაზე რუსთავის ერთ-ერთი სკოლიდან ჰყავდათ წაყვანილი, მოსწავლეები გაჭედილის კანიონს ათვალიერებდნენ, როდესაც მოულოდნელად მდინარე ადიდდა.
სამაშველო სამუშაოები ჩატარდა სამეგრელო -ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, ასევე სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო მარტვილის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, სენაკის და წალენჯიხის სახანძრო–სამაშველო სამსახურებმა. სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ მადლობა გადაუხადა სამაშველო ღონისძიების მონაწილეებს გაწეული თავდადებისთვის.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში ძლიერი წვიმის შედეგად, რომელსაც წინ სეტყვა უძღოდა, ადგილობრივი მოსახლეობის სახლები და ეზოები დატბორა, განადგურებულია სახნავ–სათესი მიწები, დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, ხიდები და წყალსაწრეტი არხები. სიტუაციის შესასწავლად მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია სპეციალური კომისია და მოხდება დეტალურად ზარალის აღწერა.

 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415161718
19
20
2122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო