სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

USAID-ის ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

2020-02-26 16:02:00

ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ გამოცხადებული ახალი მიმართულების: „გრანტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებით ჯაჭვში ინოვაციური ცვლილების წასახალისებლად“ წარადგინეს.

საგრანტო პროგრამის მიზანია, მოიძიოს და დააფინანსოს ინოვაციური იდეები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ შერჩეულ ერთ ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე (კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა). გრანტები განკუთვნილია USAID-ის მიერ სასოფლო-სამეურნეო წარმოების მნიშვნელოვანი და სწრაფი ცვლილებების სტიმულირებისთვის.

,,ეს კიდევ ერთი საჩუქარი არის ჩვენი ამერიკელი მეგობრებისაგან, ეს არის საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის დახმარება. ამ შემთხვევაში, საგრანტო მოცულობა არის დაახლოებით 40%, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მეწარმეებს მიიღონ პროექტში მონაწილეობა და ამავე დროს, მიიღონ გრანტი თვიანთი საქმიანობის გასაფართოებლად ან ახალი საქმიანობის წამოსაწყებად“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრე შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ:

,,ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის. უპირველეს ყოვლისა აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. წარმოებაში ნებისმიერი ნოვაცია ნიშნავს პირველად წარმოებაში მეტი პროდუქციის წარმოებას, მეტი საბაზრო ურთიერთობების ჩართვას და მეტი საექსპორტო პროდუქტების წარმოებას ქვეყანაში. ეს ეთანხმება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას და ვფიქრობთ რომ იქნება ძალზედ წარმატებული პროექტი.“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო