სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქიით დაზარალებულები გუბერნატორის მოადგილეებმა მოინახულეს

2015-03-30 14:25:00

ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები დააზიანა. სტიქიის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, მათ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ახადა, ნაწილს კი ნაწილობრივ. სახურავები ასევე ახდილია წალენჯიხის, ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტბში, სადაც ზარალის დამთვლელი კომისია მონაცემებს სწავლობს.

წალენჯიხის ცენტრში ქარმა, დღეს დილით სახურავი მთლიანად გადახადა მრავალსართულიან სახლს, რამაც კორპუსთან მდგარი 7 ავტომობილის დაზიანება გამოიწვია. ქარმა წააქცია მრავალწლიანი ხეებიც. დაზიანებულია ელექტროსადნები, რის გამოც რეგიონის მასშტაბით 17-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რამდენიმე სკოლაში და საბავშო ბაღში სახურავის დაზიანების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.

დღეს დილიდან დაზარალებული მუნიციპალიტეტები და ინფრასტრუქტურა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილმემ კობა ქანთარიამ და გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიამ მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად მოინახულეს.

კობა ქანთარიას განცხადებით, ელექტრო ენერგიის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე დაწყევბული აქვს ენერგო-პრო ჯორჯიას ჯგუფებს და დღის ბოლომდე აბონენტების უმეტესეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგება. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია მრავალსართულიან კორპუსებშიც, სკოლებსა და საბავშვო ბაღში. 


გუბერნატორის მოადგილეებმა დაზარალებულებს განუცხადეს, რომ მთავრობა მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამივე მუნიციპალიტეტში მიყენებულ ზარალს ზარალის დათვლელი კომისიები ითვლიან. ზარალის პირველადი მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო