სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელიას ვიზიტი ბელორუსიაში

2020-02-19 19:23:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, მინსკში საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ წამყვან ბელარუსულ ჰოლდინგს „ბელკომუნმაშსა“ და ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკს ეწვია.

„ბელკომუნმაშის“ საწარმოში ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო ელექტროავტობუსების წარმოებას და ჰოლდინგის მიერ წარმოებულ ახალ პროდუქციას.

თავის მხრივ, ბელარუსულმა კომპანიამ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოებისა და მომავალში საქართველოს ქალაქებში ბელორუსული წარმოების ელექტროავტობუსების გამოჩენის სურვილი გამოთქვა.

ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. ამასთან, 19 თებერვალს მინსკში გაიმართება საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, აგროსამრეწველო სექტორი, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობა და ა.შ. კომისიის სხდომის ბოლოს კი ოქმი გაფორმდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი; საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე; სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო