სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის გენ.გეგმის განხილვის მეორე ეტაპი

2020-02-19 15:42:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის მეორე ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

პროექტის კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა:
ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა.

ქალაქის გენგეგმაზე „არტსტუდიო პროექტი“ მუშაობს, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო