სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ხობში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

2020-02-18 13:33:00

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ცივზე (ლუბეკის არხი) ახალი ხიდი შენდება. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 612 ათასი ლარია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ხიდის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.
არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე მოქალაქეები დროებითი სახიდე გადასასვლელით ისარგებლებენ.
ახალი ხიდის მშენებლობა ივლისამდე დასრულდება და საავტომობილო გზაზე მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დღესვე ხობში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო