სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

2020-02-13 13:46:00

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო პროგრამების/პროექტების ბენეფიციარებმა და ფერმერებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, განიხილეს პრობლემატური საკითხები და მიიღეს კონსულტაციები დარგობრივ საკითხებზე.

შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებსა და შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭალეში „დანერგე მომავალი“-ს კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ბენეფიციარს შეხვდნენ და ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერეს.

სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარმა სრული დაფინანსება მიიღო და ლურჯი მოცვის ბაღი 1.250 ჰა ფართობზე გააშენა. მოცვის ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხოლო გაცემულმა დაფინასნებამ 53 525 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე დასაქმებულია 10 ადგილობრივი.

ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მოწყობილი, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა 1.500 ჰა ფართობზეა გაშენებული. სასათბურე მეურნეობა, წლიურად 60 ტონა პომიდორსა და კიტრს აწარმოებს, რომელიც სარეალიზაციოდ გადის, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. აღნიშნულ სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 25 ადგილობრივი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო