სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

2020-01-27 15:32:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად განმუხურში იმყოფებოდა, სადაც მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია და სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის აღდგენა მიმდინარეობს.

კაფე-რესტორანში უკვე დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს.

განმუხურში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაცია. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ხობის მუნიციპალიტეტში ქარიატა-შუა ხორგის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტის შესაბამისად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, აშენდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და დაიგება არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 მილიონ 570 ათას ლარს შეადგენს და მას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
 
 
 
 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო