სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„ლიდერთა კლუბის“ წევრებს გუბერნატორი შეხვდა

2015-03-23 17:04:00

მესტიაში გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში „ლიდერთა კლუბის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და გუბერნატორმა „ლიდერების“ ინიციატივები მოისმინა. ლევან შონია შეკრებილებს ინიციატივების გათვალისწინებას და იმ პრობლემების მოგვარებას დაპირდა, რაც შეხვედრაზე წამოიჭრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერთა კლუბის წევრებმა სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს. უმეტესი მათგანი მესტიის მუზეუმში ნამყოფი არ იყო.

„ლიდერთა კლუბის“ წევრებს ლიდერთა უნარებსა და თვითმმართველობის საკითხებზე მესტიაში ტრეინინგ-სემინარები ჩაუტარდათ. 3 დღიანი სემინარების დასრულების შემდეგ  კლუბის წევრებმა მესტიაში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე, ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ, ისრიალეს.

მეტიაში ლიდერთა კლუბის წევრებს პირველი ტრეინინგ-სემინარები ჩაუტარდეათ, სამომავლოდ გასვლითი სემინარები სხადასხვა მუნიციპალიტეტბშია დაგეგმილი. ლიდერთა კლუბის წევრებს ლექციებს წარმატებული ბიზნესმენებიც ჩაუტარებენ, ასევე დაგეგმილია მათი შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.

„ლიდერთა კლუბში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის 10-ვე მუნიციპალიტეტიდან 5-5 ახალგაზრდაა წარმოდგენილი, რომლებსაც ლიდერის თვისებები აქვთ. ლიდერები კომისიამ გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. ამავდროულად მიმდინარეობს ლიდერთა კლუბის ახალი წევრების შერჩევაც. „ლიდერთა კლუბის“ მთავარი მიზანია, რეგიონის მასშტაბით კლუბში გააერთანოს ყველა ლიდერული თვისებების მქონე ახალგაზრდა, რომლებიც მრავალჯერადი გადამზადებების შემდეგ  დაიმკვირებენ ადგილს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო