სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში კუნძულის უბანზე სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2019-11-26 19:39:00

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, მისასვლელი გზების რეაბილიტაციას და განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.

პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.

პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში იმყოფებოდა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია სჭირდება. ფოთის მუზეუმის რეაბილიტაციას ეროვნული მუზეუმი გეგმავს. სახელმწიფო რწმუნებული მუზეუმის ხელმძღვანელობას შეხვდა და არსებულ ვითარებას გაეცნო. ფოთის მუზეუმის შენობა 1907 წელს აშენდა და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობა გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის მიერ არის აშენებული.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო