სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში ახალი სკოლა აშენდება

2019-11-21 18:06:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში ახალი სკოლა აშენდება.ინფორმაცია მასწავლებლებს და მოსწავლეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, წალენჯიხის მერთან ერთად გააცნო. საბაზო სკოლის პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა ახალი წლიდან კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაზო სკოლა 60 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

კანთის სკოლა 2011 წელს დაიწვა და მას შემდეგ სასწავლო პროცესი სოფელში არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო მაღაზიაში მიმდინარეობს. სკოლაში ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო მშობლებმა მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებში გადაიყვანეს, რის გამოც ამჟამად კანთის სკოლაში მხოლოდ 3 მოსწავლე სწავლობს. სკოლის არ არსებობა სოფელიდან მიგრაციას უწყობდა ხელს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო