სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში უფასო სამედიცინო შემოწმებები მიმდინარეობს

2019-11-20 13:29:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი ზუგდიდში C ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებს. გამოკვლევებს 14 მიმართულებაში ცენტრის პროფესიონალი ექიმები ატარებენ.

გამოკვლევების პარალელურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოქალაქეთა ტესტირება C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე.

გამოკვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინო ვიბლიანი. მან თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელობას და ექიმებს სამედიცინო აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ზუგდიდში 10 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოკვლევებს ატარებენ:

1. შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის გულის მწვავე პათოლოგიათა ასოციაციის ეროვნული წარმომადგენელი, პროფესორი - ვაჟა აგლაძე;

2. გადაუდებელი თორაკო-აბდომინური ქირურგიის სამსახურის ხემლმღვანელი - ლევან ტყებუჩავა;

3. მთავარი უროლოგი - მერაბ ბზიკაძე;

4. წამყვანი რადიოლოგი (ექოკარდიოგრაფია, სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის , საშარდე სისტემის, მუცლის ღრუს ორგანოების და სამეანო-გინეკოლოგიური ექოსკოპია) ლია კუხიანიძე;

5. ენდოვასკულარული ქირურგის, მინსკის უმაღლესი კატეგორიის ექიმი ალიაქსანდრ დვარაკოუსკი (ბელორუსია);

6. ნერვოლოგიის სამსახურის უფროსი - კახაბერ შვანგირაძე;

7. ოფთალმოლოგი - ოთარ დეკანოიძე;

8. ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ნეიროქირურგი - ჰერვიკ კოსტრონი (ავსტრია);

9. ნეიროქირურგი ბადრი წიქარიშვილი;

10. მთავარი ტრამვატოლოგ-ორთოპედი ბადრი დარსაველიძე;

11. წამყვანი ენდოკრინოლოგი - ნინო ლობჟანიძე;

12. ტრანსპლანტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰეპატო და ბარიატრული ქირურგი - ალექსანდრე ცირეკიძე;

13. წამყვანი გინეკოლოგი - ხათუნა გოგიძე (ჩაატარებს კოლპოსკოპიურ კვლევებს);

14. დიაბეტური ტერფისა და კიდური შემანარჩუნებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გიორგი დევიძე;

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო