სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მოსახლეობასთან შეხვედრები ხობის სოფლებში

2019-11-16 20:01:00

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის თორსის, ხამისკურის, ხეთის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, სპორტული მოედნის, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა დაასახელა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება.

საჭიროებების გაცნობის და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია და 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები გააცნეს.

დღეს გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  
1
2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო