სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრები ფოთში - ჯავახიშვილის, თავდადებულის, ნინოშვილის ქუჩებსა და მალთაყვის დევნილთა ჩასახლებაში

2019-11-03 19:23:00

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ჯავახიშვილის, თავდადებულის, ნინოშვილის ქუჩებსა და მალთაყვის დევნილთა ჩასახლებაში შეხვდა.

ელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით შეხვედრებზე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განმარტა არის პრობლემები, რომლის გადაჭრაც უახლოეს პერიოდშია შესაძლებელი, რაზეც რეაგირება დროულად მოხდება და არის პრობლემები, რომელთა მასშტაბიც დიდია და მის მოსაგვარებლად დამატებითი რესურსის მოძიებაა საჭირო.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები. ადგილობრივებმა, ასევე მოითხოვეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრები ფოთში გუშინ 2 ნოემბერს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო