სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ფოთში - ჯიქიას, კოსტავას, 9 აპრილის და გურიის ქუჩებზე შეხვედერბი გაიმართა

2019-11-02 22:26:00

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, პარლამენტის წევრ ლევან მგალობლიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ჯიქიას, კოსტავას, 9 აპრილის და გურიის ქუჩებზე შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის, შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები.  ადგილობრივებმა, ასევე მოითხოვეს შიდა ეზოებისა და მინი სტადიონების რეაბილიტაცია. ხელისუფლების განცხადებით არსებული პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განმარტა არის პრობლემები რომლის გადაჭრაც უახლოეს პერიოდშია შესაძლებელი, რაზეც რეაგირება დროულად, მოხდება და არის პრობლემები, რომელთა მასშტაბიც დიდია და მის მოსაგვარებლად დამატებითი რესურსის მოძიებაა საჭირო.

ალექსანდრე მოწერელია არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო და იმ ოჯახებს ესტუმრა, რომელთა მაღალსართულიანი ბინების სახურავები რეაბილიტაციას საჭიროებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.  ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

ალექსანდრე მოწერელია დღესვე ფოთში კუნძულის უბანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო