სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი ''ანაკლია 2014''

2014-05-31 10:14:00

ანაკლიაში, სასტუმრო ”ოქროს საწმისში“ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი ”ანაკლია 2014“, მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ მინისტრი მიიღებს. ბიზნეს-ფორუმზე დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს-ფორუმზე განხილულ იქნება დღეისთვის არსებული აქტუალური და საინტერესო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და რეგიონში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.

”ჩვენი მთავრობის მიზანია, ანაკლიაში საპორტე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. რაც, თავის მხრივ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის. საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ ბიზნეს-გარემოს და ღია საინვესტიციო პოლიტიკას, რომელიც მხარდაჭერილია ასევე ლიბერალური საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკით და მათი ეფექტური ადმინისტრირებით, ბიზნესზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისებით. საქართველოს მთვრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და, კიდევ უფრო მეტად, ხელსაყრელი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შექმნა წარმოადგენს. რადგან, სწორედ ძლიერი კერძო სექტორი არის ქვეყნის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამიტომაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი ოპერირებდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, სადაც მყარად არის დაცული საკუთრების უფლება” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ორი დღის განმავლობაში ფორუმის მომხსენებლები მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და კერძო სექტორების წარმომადგენლები იქნებიან.

ფორუმის ჩატარების მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სხვადასხვა სწრაფად მზარდ სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორების  ინფორმირება. ღონისძიების ფორმატი, ასევე, ითვალისწინებს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიის გამართვას.

ორდღიან ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას 300-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბიზნესის წარმომადგენლები, არსებული და პოტენციური ინვესტორები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ ადგილზე გაეცნონ სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ ბიზნეს გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და B2B ფორმატში გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო