სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მიტროპოლიტ იოანეს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება

2019-10-30 18:29:00

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. ცერემონიაზე მიტროპოლიტმა იოანემ მოხსენება წაიკითხა თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია“.

პერგამონიის მიტროპოლიტს დოქტორის წოდების მინიჭება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცა.

მიტროპოლიტი იოანე თანამედროვეობის თვალსაჩინო მართლმადიდებელი თეოლოგი და საეკლესიო მოღვაწეა. მან განათლება მიიღო ათენის უნივერსიტეტში, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში და ჰარვარდის უნივერსიტეტში.

სხვადასხვა წლებში მიტროპოლიტი იოანე იყო გლაზგოს, ედინბურგის, ლონდონის სამეფო კოლეჯის, სალონიკისა და ჟენევის უნივერსიტეტების პროფესორი. არის საბერძნეთის უმაღლესი სამეცნიერო ორგანოს, ათენის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მიტროპოლიტი იოანე არის პარიზის წმ. სერგის ინსტიტუტის, მიუნსტერის, ბელგრადის და სხვა არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. არის 20-ზე მეტი წიგნისა და 300-ზე მეტი სტატიის ავტორი, მისი ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ნაყოფიერი საეკლესიო და აკადემიური მოღვაწეობის აღსანიშნად, მიტროპოლიტ იოანეს მინიჭებული აქვს მრავალი საპატიო წოდება და ჯილდო.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლური თეოლოგიის განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს მიენიჭა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222325262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო