სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ლუდუკ ხასია ნარაზენსა და ძველ ხიბულაში იმყოფებოდა

2019-09-24 16:41:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნარაზენი-შამადელას საავტომობილო გზის მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ შამადელა-ნარაზენის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. საავტომობილო გზის 1 600 მეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდა, ხოლო მშენებლობის მეორე ეტაპი 1 610 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს , რომელიც 2020 წელს დასრულდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 1 260 000 ლარს შეადგენს.

ლუდუკ ხასიამ ხიბულაში მიმდინარე პროექტებიც დაათვალიერა. სოფელ ძველ ხიბულაში ფონდ ,,ქართუს" მიერ ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, სოფელში ასევე ხორციელდება წყლის, საგზაო ინფრასტრუქტურის და გაზიფიცირების სამუშაოები.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო