სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ფერეიდნელი ქართველები ზუგდიდში

2019-09-19 19:53:00

სამი ფერეიდნელი ქართველი, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ დღეს ზუგდიდში იმყოფებოდნენ.

შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკეში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ვიზიტის ფარგლებში ჩხორიაში მდებარე ეთნოსოფელი „სისა ტურა“ დაათვალიერეს. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია ესწრებოდა.

ფერეიდნელი ქართველები საქართველოსკენ 11 აგვისტოს დაიძრნენ და „წითელ ხიდზე“, საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩამოვიდნენ.

ფერეიდნელების განცხადებით, მათ სიმბოლურად წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს და საქართველოში ჩამოსასვლელად, 1400 კილომეტრი ფეხით სწორედ ამ მიზეზით გაიარეს.

ცნობისთვის, 1616 წელს შაჰ-აბასმა გადაასახლა 100 000-მდე ქართველი უმთავრესად კახეთიდან და ჰერეთიდან ირანის პროვინციებში, ხორასანში, ისპაჰანსა და ფერეიდანში. ფერეიდნელი ქართველები ფერეიდანის 14 სოფელში ცხოვრობენ. სოფლებს დღემდე აქვს შემორჩენილი ქართული სახელები.

 

 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო